- ივნისი 08, 2026
მოზარდს ავტომობილი დაეჯახა – ის ადგილზე დაიღუპა
- აგვისტო 18, 2023
- , პოლიტიკა
მარტვილში, სოფელ სალხინოში, 15 წლის მოზარდს ავტომობილი დაეჯახა. ადგილობრივების თქმით, ბიჭი ადგილზე დაიღუპა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდი ველოსიპედით გაადგილდებოდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავებულია ავტომობილის მძღოლი. უწყების ცნობითვე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. [simple-author-box]