- ივნისი 08, 2026
მოსახლეობის 20%-ს შუქი არ მიეწოდება _ რა ხდება ურეკში
- დეკემბერი 24, 2023
- , პოლიტიკა
როგორც ვწერდით, წუხელ გურიაში ძლიერი ქარი იყო. ეს განსაკუთრებით საზღვაო ზოლში, ურეკში იგრძნობოდა. იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა ახლა გურიის ზღვისპირა კურორტზე, გვესაუბრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ურეკში, დავით რობაქიძე: _ ძლიერმა ქარმა გადატეხა ან მთლიანად მოთხარა ასაკოვანი ნაძვები. რამდენიმე ხე დაეცა ელექტროხაზებს, ჩახერგა გზები. დაბაში დიალეზზე მყოფი მარტო სამი პირი გვყავს. სასწრაფო დახმარებას პრობლემა რომ არ შექმნოდა, მაშინვე დავიწყეთ მოქმედება _ უფრო გზების გათავისუფლებაზე ვიზრუნეთ. ჩავხერხეთ წაქცეული ხეები, როგორც შევძელით. გავსხეპეთ ტოტები, _ ამბობს რობაქიძე. კითხვაზე მიეწოდება თუ არა დაბას ელექტროენერგია, რობაქიძემ გვითხრა: _ამ დროისთვის მოსახლეობის 20%-ს დენი არ მიეწოდება. თუმცა, ადგილზე იმყოფებიან „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ოზურგეთის ფილიალის წარმომადგენლები და დილიდან მუშაობენ. საღამომდე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება. ელექტროენერგიის გათიშვა, ძირითადად, ქარისგან მოთხრილი ხეების სადენებზე დაცემამ გამოიწვია. [simple-author-box]