- ივნისი 08, 2026
მოსამართლემ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციაზე მყოფი 9 ადამიანი დააჯარიმა
- თებერვალი 10, 2025
- , პოლიტიკა
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო მოსიძემ 5000 ლარით დააჯარიმა ცხრა ადამიანი , რომლებმაც მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, ქუთაისში, მოსამართლის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამართალდამრღვევი ოქმი შეადგინა და სასამართლოზე ყველასთვის 5000 - 5000 ლარიანი ჯარიმა მოითხოვა. დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ სამართალდარღვევა არ ყოფილა და შესაბამისად არც ჯარიმა იყო გადასახდელი.