შაბათი, ივლისი 18, 2026

მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა, ქარის გაძლიერება _ გაფრთხილება ამინდის შესახებ


მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა, ქარის გაძლიერება _ გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 16 სექტემბრის გვიანი საღამოდან 17 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია