- ივნისი 08, 2026
მოსალოდნელია ტემპერატურის კლება _ საქართველოში ამინდი ისევ გაუარესდება
- თებერვალი 11, 2022
- , პოლიტიკა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსი იქნება. სააგენტოს ცნობით, 13 თებერვალს ზოგან გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს. 14 თებერვალს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მოიღრუბლება, აცივდება და მოთოვს. საქართველოს ზოგიერთ რაიონში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. თბილისში 12-13 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 14 თებერვალს შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი.