- ივნისი 08, 2026
მოსალოდნელია ელჭექი და სეტყვა _ უახლესი ცნობები გარემოს ეროვნული სააგენტოდან
- აგვისტო 24, 2021
- , პოლიტიკა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აგვისტომდე საქართველოს ზოგ რეგიონში მოსალოდნელია ელჭექი და სეტყვა. "23 და 24 აგვისტოს საღამოს და ღამის საათებში საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი. 25-26 აგვისტოს მცირე წვიმა შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ცალკეულ რეგიონში. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +28, +33, აღმოსავლეთ საქართველოში +31, + 36 გრადუსი იქნება. ქ. თბილისში 23-24 აგვისტოს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 25-26 აგვისტოს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.