- ივნისი 08, 2026
მოლაპარაკებები გრძელდება _ თეთრი სახლის თქმით, უიტკოფი პუტინთან მიმდინარე კვირაში ჩავა
- აპრილი 23, 2025
- , პოლიტიკა
თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლევიტის განცხადებით, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ამ კვირაში რუსეთში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გასამართად, გაემგზავრება. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი აქტიურად აკვირდება მოლაპარაკებების მიმდინარეობას და უკრაინაში ომის დასრულებას "ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად" მიიჩნევს. პრესმდივანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მოლაპარაკებების პროცესი "სწორი მიმართულებით ვითარდება". "სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ამ კვირის ბოლოს რუსეთში დაბრუნდება, რათა ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები განაგრძოს", - განაცხადა ლევიტმა. ამასთან, ლევიტმა არ დააკონკრეტა, თუ როდის განხორციელდება ვიზიტი. ცნობისთვის, უიტკოფი რუსეთში 11 აპრილსაც იყო, სადაც ვლადიმერ პუტინთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გამართა.