შაბათი, ივლისი 18, 2026

მოიმატებს თუ არა სააღდგომოდ კვერცხის ფასი


მოიმატებს თუ არა სააღდგომოდ კვერცხის ფასი

„კუმისის“ დირექტორის, გოგიტა მაისურაძის თქმით, სააღდგომოდ კვერცხზე ფასი არ მოიმატებს. როგორც მან bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა, პირიქით, ფასების შემცირებასაც შეიძლება ველოდოთ. „ფასების ზრდა არ იქნება, პირიქით. ჩვენ საახალწლოდაც და სააღდგომოდაც ფასდაკლებებსაც ვაკეთებთ. იქნება გარკვეული დღეების ფასდაკლებები. ამიტომ ფასი ნამდვილად არ გაიზრდება“, - განმარტა მან. მისივე თქმით, საქართველოში წლიდან წლამდე ადგილობრივი წარმოება რაოდენობრივად მატულობს. „ამის მიზეზი ისაა, რომ ერთ სულ მოსახლეზე კვერცხის მოხმარება იზრდება. რადიკალური ზრდა არ არის, მაგრამ 5-6%-იანი ზრდა შეინიშნება. საქსტატის მონაცემებითაც, ერთ სულ მოსახლეზე კვერცხის მოხმარება 1-2 ცალი კვერცხით მატულობს, რაც კარგია. ამიტომაც ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ მოთხოვნას ფეხი ავუწყოთ“, - განაცხადა გოგიტა მაისურაძემ. ვრცლად: bm.ge



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია