შაბათი, ივლისი 18, 2026

მოფარიკავე მსოფლიო ჩემპიონი გახდა


მოფარიკავე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

სანდრო ბაზაძე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიოს თასზე ჩემპიონი გახდა. პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. რუს ოლეგ პეტროვსკისთან შეხვედრისას ბაზაძემ მეტოქეს ანგარიშით 15:8 მოუგო. შემდეგ უნგრელი შანად გემეში (15:10), სამხრეთკორეელი ჯუნჰო კიმი (15:7), იტალიელი ჯოვანი რეპეტი (15:10) და ფრანგი ბოლად აპიტი (15:10) დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლაში კი კიდევ ერთ რუს მოწინააღმდეგეს - კამილ იბრაგიმოვს აჯობა (15:8). [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია