შაბათი, ივლისი 18, 2026

მოძრაობა „ხალხის ძალას“ კიდევ ხუთი დეპუტატი შეუერთდა


მოძრაობა „ხალხის ძალას“ კიდევ ხუთი დეპუტატი შეუერთდა

მოძრაობა „ხალხის ძალას“ კიდევ ხუთი დეპუტატი შეუერთდა. ამის შესახებ ბრიფინგზე სოზარ სუბარმა განაცხადა. „ფართოვდება მოძრაობის საპარლამენტო შემადგენლობა. ჩვენს საპარლამენტო გუნდს დაემატება 5 პარლამენტარი: ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე. მთლიანობაში ჩვენი მოძრაობა საქართველოს პარლამენტში 9 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში გვეყოლება რიცხოვნებით მესამე პოლიტიკური ჯგუფი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია