შაბათი, ივლისი 18, 2026

მოძრაობა აკრძალულია _ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის


მოძრაობა აკრძალულია _ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-ანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - წერს გზების დეპარტამენტი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია