შაბათი, ივლისი 18, 2026

მოძრაობა აკრძალულია! _ გზაზე მეწყერი ჩამოწვა


მოძრაობა აკრძალულია! _ გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის სოფელი ჯვარიქეთი - კურორტი გოდერძის მონაკვეთზე მეწყრის ჩამოსვლის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, _ ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ94-კმ106 (სოფ.ჯვარიქეთი-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე მეწყრის ჩამოსვლის გამო, მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა აღდგენილია, აკრძალულია სხვა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის კმ1-კმ94 (ანგისა-სოფ.ჯვარიქეთი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ვკითხულობთ განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია