შაბათი, ივლისი 18, 2026

მკვლელობა ფინანსურ თემაზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე


მკვლელობა ფინანსურ თემაზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე

მკვლელობა ფინანსურ თემაზე შელაპარაკების ნიადაგზე. შემთხვევა საგარეჯოში მოხდა. პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ფინანსურ თემაზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულ ჯ.მ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს",_ აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია