- ივნისი 08, 2026
მიხეილ ლომთაძემ Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში ბიძინა ივანიშვილს გაუსწრო
- აგვისტო 09, 2021
- , პოლიტიკა
ყაზახური ფინტექ კომპანია Kaspi-ის დამაარსებელმა მიხეილ ლომთაძემ Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში ბიძინა ივანიშვილს გაუსწრო. ლომთაძე მილიარდერი მას შემდეგ გახდა, რაც კომპანიის აქციები ლონდონის ბირჟაზე განთავსდა. ახლა ლომთაძე ყველაზე მდიდარი ქართველია _ Forbes-ის სიის მიხედვით, მისი ქონება $5 მილიარდს შეადგენს და მსოფლიო მილიარდერთა რეიტინგში 603-ე ადგილს იკავებს. ბიძინა ივანიშვილი კი $4.8 მილიარდს ფლობს და 632-ე ადგილზეა. წყარო: formulanews.ge