- ივნისი 08, 2026
“მილიარდამდე თვლა იცით?!” – ბონდო მძინარაშვილი
- სექტემბერი 15, 2023
- , პოლიტიკა
“ჩინეთთან უვიზო რეჟიმი საფრთხეა, – შემოგვესევიანო! ვითომ რუსებს ვიზა აჩერებდა ან ჩინელებს შეაჩერებდა! თვლა იცით?! ასამდე და ათასამდე – არა! არც მილიონამდე! მილიარდამდე თვლა იცით?!” _ წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი. ინფორმაციისთვის, საქართველომ ჩინეთთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. მან მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს ტურიზმის სფეროს და ეკონომიკას დაეხმარება. "მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს“,- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.