- ივნისი 08, 2026
მიკროავტობუსი გაიტაცეს, გზად კი ავტოსადგომზე მდგარი ხუთი ავტომობილი დაამტვრიეს
- მაისი 21, 2025
- , პოლიტიკა
ვარკეთილში უცნობმა პირებმა მიკროავტობუსი გაიტაცეს, გზად კი ავტოსადგომზე მდგარი ხუთი ავტომობილი დაამტვრიეს,_ ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „პრაიმტაიმს“ თვითმხილველმა უთხრა, რომ მიკროავტობუსი სავარაუდოდ არასრულწლოვნებმა გაიტაცეს. ავარიის კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. წყარო: პრაიმტაიმი ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველ ვიდეოს გვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.