- ივნისი 08, 2026
მღვდლის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს _ ამოღებულია დანა
- მარტი 04, 2023
- , პოლიტიკა
სასულიერო პირის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია - ოფიციალურ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 მარტს, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 1959 წელს დაბადებულ ც.თ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ოპერატიულად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული." _ აცხადებს შსს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.