შაბათი, ივლისი 18, 2026

მეუფე საბა: აცრა ექიმების საკითხია, თუ მოგვიწოდებენ, რომ ავიცრათ, მაშინ უნდა ვუსმინოთ მათ


მეუფე საბა: აცრა ექიმების საკითხია, თუ მოგვიწოდებენ, რომ ავიცრათ, მაშინ უნდა ვუსმინოთ მათ

"ვირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია უნდა მოგვაწოდონ მედიკოსებმა და მათ შორის დღევანდელ დღეს ვაქცინასთან დაკავშირებით მედიკოსები უნდა საუბრობდნენ და არა სასულიერო პირები. რა თქმა უნდა, ისინი საუბრობენ, გვაწვდიან ინფორმაციას და მოგვიწოდებენ აცრისკენ, მაგრამ, სამწუხაროდ, არის სასულიერო პირთა ნაწილი, რომელიც ვირუსის დემონირებას ახდენს და მათი სიტყვით შესაძლებელი ხდება, რომ შეიძლება ადამიანები მოკვდნენ, დაუჯერონ მათ სიტყვას, არ აიცრან და გახდნენ ამ ვირუსის მსხვერპლი", _ ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა განაცხადა.. "ორი წლის წინ გამოცხადებული ომის წინა ხაზზე დგანან ექიმები. ჩვენ სასულიერო პირები ვართ სულისმიერი ექიმები. როდესაც ხორციელი დაავადება გვაქვს, ვეკითხებით იმ ექიმებს ვისაც განათლება აქვს ამ სფეროში. მე მეკითხებიან, ავიცრათ თუ არა? თავიდანვე ვეუბნები ამ ადამიანებს, რომ სასულიერო პირს ამ შეკითხვას როდესაც მისვამ, შენ უკვე მცდარ გზაზე დგახარ. მე რატომ მეკითხები, რაც მე არ მეხება? აცრა არ არის რელიგიური საკითხი, აცრა მედიკოსების საკითხი და თუ დღეს მსოფლიოში მედიცინის მუშაკები მოგვიწოდებენ იმისკენ, რომ ვირუსთან ბრძოლის საშუალება არის აცრა, მაშინ უნდა ვუსმინოთ მათ სიტყვას, თუ გვინდა, რომ გადავარჩინოთ ჩვენი სიცოცხლე და არ გავხდეთ იმ ფანატიკოსი მღვდლების პროპაგანდის ნაწილი, რომელიც მოუწოდებენ ადამიანებს, რომ არ აიცრან და შეიძლება მათი სიცოცხლე სიკვდილით დამთავრდეს, თუკი მათ დაუჯერებენ", _ ამბობს მეუფე საბა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია