შაბათი, ივლისი 18, 2026

მეუფე იაკობი: გახარია მოსკოვის კაცია და იმასაც გიდასტურებთ, რომ ეკლესიას ებრძოდა


მეუფე იაკობი: გახარია მოსკოვის კაცია და იმასაც გიდასტურებთ, რომ ეკლესიას ებრძოდა

მე ადრე გავაკეთე განცხადება, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებისგან ითხოვდა მღვდლებზე და ზოგადად სასულიერო პირებზე შეეგროვებინათ კომპრომატები, - ამის შესახებ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელმა მეუფე იაკობმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მისივე თქმით, დღესაც იმ აზრზეა, რომ გახარია მოსკოვის კაცია. კითხვაზე, უცდია თუ არა მას გახარიასთან შეხვედრა, მეუფე აცხადებს, რომ ამის სურვილი არ ჰქონია. „მასთან შეხვედრა არასდროს მსურდა იმის გამო, რასაც აკეთებდა. იმასაც გიდასტურებთ, რომ ეკლესიას ებრძოდა. ალბათ გუნდმა ერსაც უნდა მოუხადოს ბოდიში, რომ ასეთი კაცი გაეპარათ და ჰყავდათ გუნდში“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია