შაბათი, ივლისი 18, 2026

მერი არაბიძემ საქართველოს ნაკრებს საბერძნეთთან გამარჯვების ქულა მოუტანა


მერი არაბიძემ საქართველოს ნაკრებს საბერძნეთთან გამარჯვების ქულა მოუტანა

მონტენეგროს ბუდვაში ევროპის ქალთა შორის რიგით მე-15 გუნდური ჩემპიონატი მიმდინარეობს. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად იმართება 32 ევროპულ გუნდს შორის. ჩემპიონატის სასტარტო რეიტინგ- სიის ლიდერი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, საქართველოს ქალთა ნაკრები შემდეგი შემადგენლობით არის წარდგენილი: ბელა ხოტევანიშვილი, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია; გუნდის კაპიტანი დავით ჯოჯუა. საქართველოს ქალთა ნაკრებმა დიდი ანგარიშით, 3:1 ისრაელის გუნდი დაამარცხა. პარტიები მოიგეს: მერი არაბიძემ, ლელა ჯავახიშვილმა და სალომე მელიამ. საქართველოს ქალთა ნაკრებმა გუნდური ჩემპიონატის მესამე ტურში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით 2,5:1,5. გუნდს გამარჯვების ქულა მერი არაბიძემ მოუტანა. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია