შაბათი, ივლისი 18, 2026

მეორე ტურის შემაჯამებელ ოქმს სამტრედიაში ხელი 10 ნოემბერს მოეწერა


მეორე ტურის შემაჯამებელ ოქმს სამტრედიაში ხელი 10 ნოემბერს  მოეწერა

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს- საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის 2021 წლის 2 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამეს დღეს, 10 ნოემბერს, 15 საათზე 54- ე სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიაში. კომისიის სხდომას 10 წევრი დაესწრო, ხოლო 5 წევრი ზუმ პლატფორმის მეშვეობით დისტანციურად ჩაერთო. შემაჯამებელ ოქმს კომისიის წევრებმა ხელი მოაწერს, მანამდე კი სხდომაზე არჩევნების მეორე ტურის შედეგები გამოცხადდა, რომლის მიხედვითაც 54. 08 ბაში- იანეთის საარჩევნო უბანზე ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა, ალექსანდრე კოხრეიძემ მოსული ამომრჩევლის 566 ხმა მიიღო, ხოლო ,, ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატმა, პაატა კოხრეიძემ-747 ხმა. გამარჯვებულადაც სწორედ პაატა კოხრეიძე გამოცხადდა. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია