შაბათი, ივლისი 18, 2026

მელექედურში დენის ბოძი დაიდგა: „თურმე, რა მალე შეიძლება გაკეთება“


მელექედურში დენის ბოძი დაიდგა: „თურმე, რა მალე შეიძლება გაკეთება“

ახლახან „გურია ნიუსი“ წერდა სოფელ მელექედურში არსებულ საშიშ მდგომარეობაზე_ გადატეხილი და წაქცეული იყო ელექტროხაზების ბოძი. სადენები კი, ყოველგვარი უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე, გადატეხილ ნაწილზე იყო მიბმული. _თქვენი გამოხმაურების შემდეგ, მეორე დღესვე ამოვიდა ენერგოსამსახურის ბრიგადა ოზურგეთიდან. მოიტანეს და დადგეს სადენების ბოძი. თურმე, რა მალე შეიძლება გაკეთება. ყველას მადლობას გიხდით, _ გვატყობინებენ მელექედურიდან. „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ოზურგეთის ოფისში „გურია ნიუსს“ უთხრეს, რომ ელექტროხაზების ბოძი, რომლის ჩამოტანა ქუთაისიდან მოხდა, მიიტანეს სოფელში და უკვე დადგმულია. მოწესრიგებულია სადენების მდგომარეობაც. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია