შაბათი, ივლისი 18, 2026

მეჩეთთან მიტოვებული ჩვილი იპოვეს


მეჩეთთან მიტოვებული ჩვილი იპოვეს

ბათუმში, ძველი მეჩეთის ტერიტორიაზე, მიტოვებული ჩვილი იპოვეს. როგორც მეჩეთში გვეუბნებიან, ჩვილი ქუჩაში, მეჩეთის ახლოს კალათში იყო. როგორც შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, პროცესში ჩართულია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკი. ახალშობილი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გულისხმობს ადამიანის სიცოცხლის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას. წყარო: ბათუმელები



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია