- ივნისი 08, 2026
მე-3 სართულიდან 11 წლის გოგო გადმოვარდა
- ოქტომბერი 18, 2023
- , პოლიტიკა
რუსთავში, გურამიშვილის ქუჩაზე მე-3 სართულიდან 11 წლის გოგო გადმოვარდა. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ცნობით, მოზარდი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა თბილისში, „ჯეო ჰოსპიტალში“ გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, პაციენტის ჯანმრთელობა კრიტიკულად სტაბილურად ფასდება. 11 წლის გოგოს მრავლობითი მოტეხილობა და ფილტვის დაჟეჟილობა აღენიშნება.