შაბათი, ივლისი 18, 2026

მდინარემ გაარღვია დამბა და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა – წალენჯიხაში სტიქია მძვინავრებს


მდინარემ გაარღვია დამბა და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა – წალენჯიხაში სტიქია მძვინავრებს

სტიქია მძვინავრებს წალენჯიხაში. ყველაზე რთული ვითარება ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულშია. არსებული ინფორმაციით, მდინარე ლაჩახვამ გაარღვია დამბა და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. ასევე,შიდა საუბნო გზები ჩამოირეცხა და დაიმეწყრა. პრობლემურ ადგილებზე სამუშაოები ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის სპეცტექნიკით განხორციელდა. უცნობია, რა ზარალი მიადგა მოსახლეობას. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია