შაბათი, ივლისი 18, 2026

მდინარე იორდანესთან ქართული კულტურის ცენტრი აშენდება


მდინარე იორდანესთან ქართული კულტურის ცენტრი აშენდება

მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოს გადაეცა 4 000 კვ.მ მიწა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ამ წმინდა მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის აშენებას იგეგმება: „სწორედ ამ მიზნით ჩვენ შევქმნით სამთავრობო კომისიას, დავიწყებთ მუშაობას კონცეფციაზე, პროექტზე და შემდეგ უკვე მშენებლობაზე გადავალთ“, _ თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ პროცესში მისი უწმინდესობის როლს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია