შაბათი, ივლისი 18, 2026

მდინარე ენგურში ბიჭის ცხედარი იპოვეს


მდინარე ენგურში  ბიჭის ცხედარი იპოვეს

განმუხურში, მდინარე ენგურში, მაშველებმა 15 წლის ბიჭის ცხედარი დაკარგვის ადგილის მიმდებარედ იპოვეს. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. როგორც "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭის ტანსაცმელი მდინარის ნაპირას ნახეს, მანამდე კი მეგობრებს უთხრა, რომ საბანაოდ წყალში შესვლას აპირებდა. შესაბამის უწყებებში ახლობლებმა მას შემდეგ დარეკეს, რაც მოზარდი რამდენიმე საათის განმავლობაში კონტაქტზე არ გავიდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია