- ივნისი 08, 2026
მასწავლებლობა 5 წლით აგეკრძალებათ თუ… – რა ცვლილებები შევიდა კანონში
- მაისი 14, 2025
- , პოლიტიკა
„პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება 5 წლით აგეკრძალებათ თუ ნარკოტიკული საშუალების გამოყენება დაგიმტკიცდებათ“, - აღნიშნულის შესახებ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ვკითხულობთ. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 5 წლით ჩამოერთმევა პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. გარდა ამისა, პირს 5 წლით ჩამოერთმევა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.