- ივნისი 08, 2026
მასწავლებლის ეროვნულ დღეზე ჩოხატაურში 52 პედაგოგი დააჯილდოეს
- ოქტომბერი 27, 2023
- , პოლიტიკა
27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. აღნიშულ თარიღთან დაკავშირებით ა(ა) იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება "მასწავლებელო,მე თქვენ მიყვარხართ! მასწავლებელო გისმენთ!" გაიმართა. საღამოზე მუნიციპალიტეტის 24 საჯარო სკოლის 52 პედაგოგი დაჯილდოვდა მადლობის სიგელებით,მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან სხვადასხვა შემოქმედებით კონფერენციებში მრავალწლიანი თანამშრომლობისათვის. ღონისძიებას ესწრებოდა ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე. "ყველა პედაგოგს გილოცავთ ამ განსაკუთრებულ თარიღს და გისურვებთ, ღირსეული თაობები აღგეზარდოთ",_ განაცხადა მერმა ღონისძიებაზე. შეხვედრა კომპოზიტორ შ.მილორავას ცნობილი "მასწავლებლის" სიმღერით დასრულდა. [simple-author-box]