შაბათი, ივლისი 18, 2026

მასწავლებლები და მოსწავლეები შეღავათიანი ინტერნეტპაკეტებით წელსაც ისარგებლებენ


მასწავლებლები და მოსწავლეები შეღავათიანი ინტერნეტპაკეტებით წელსაც ისარგებლებენ

განათლების სამინისტროს ინიციატივით, მასწავლებლები და მოსწავლეები შეღავათიანი ინტერნეტპაკეტებით წელსაც ისარგებლებენ. სამინისტროსა და საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორს – „მაგთიკომს“, „ვიონ საქართველოსა“ და „სილქნეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში შეღავათიანი მობილური ინტერნეტპაკეტით სარგებლობას შეძლებენ. შეღავათიანი ინტერნეტპაკეტის შეძენა 15 სექტემბრიდან გახდება შესაძლებელი. 20GB მაღალხარისხიანი მობილური ინტერნეტ პაკეტი 10 ლარად იქნება შეთავაზებული, რაც, სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით, 2,5-ჯერ ნაკლებია.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია