- ივნისი 08, 2026
მაშველებმა ზღვაში დაკარგული მეორე ადამიანიც გარდაცვლილი იპოვეს
- ივნისი 29, 2024
- , პოლიტიკა
კვარიათში, სამაშველო ღონისძიებების შედეგად, ზღვაში დაკარგული მეორე ადამიანიც გარდაცვლილი იპოვეს, _ ინფორმაციას ajaratv საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახუზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობისთვის, ორ ახალგაზრდას, რომლებიც ზღვაში გაუჩინარდნენ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. დაკარგული ორი ახალგაზრდიდან, ერთ-ერთი, მაშველებმა, გუშინ, გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ზღვაში სამი ადამიანი შევიდა, სამაშველო ჯგუფმა ერთის გადარჩენა შეძლო.