შაბათი, ივლისი 18, 2026

მაშველებმა მტირალას ეროვნულ პარკში 11 მოქალაქე გადაარჩინეს


მაშველებმა მტირალას ეროვნულ პარკში 11 მოქალაქე გადაარჩინეს

მტირალას ეროვნულ პარკში სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მაშველებმა მდინარე ჩაქვის წყლის ერთ-ერთ შენაკადზე ფორსირებისთვის სპეციალური აღჭურვილობა უმოკლეს დროში დაამონტაჟეს და ადიდებული მდინარის გამო ჩარჩენილი 11 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადმოიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის აჭარის მთავარი სამმართველოს 7 მეხანძრე მაშველი მონაწილეობდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია