შაბათი, ივლისი 18, 2026

 მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარების დროს, ბიჭი გამომცდელს დაეჯახა


 მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარების დროს, ბიჭი გამომცდელს დაეჯახა

მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარების დროს, ახალგაზრდა კაცი გამომცდელს დაეჯახა. შემთხვევა გორში, მომსახურების სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, კაცი მოტოციკლის სამართავად, შესაბამისი კატეგორიის მართვის უფლების მიღებას ცდილობდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია