შაბათი, ივლისი 18, 2026

მარინა ვეფხვაძე: ,,ხარაგაულში ისევ თოვს და არ ვიცი, ხვალ რა იქნება”


მარინა ვეფხვაძე: ,,ხარაგაულში ისევ თოვს და არ ვიცი, ხვალ რა იქნება”

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობაა. ორდღიანი გადაუღებელი თოვლის შედეგად გადაადგილების კუთხით პრობლემები შეიქმნა. სწავლა საჯარო სკოლებში შეზღუდულად მიმდინარეობს. ,,დიდთოვლობას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი შედეგები. ჰაერი გასუფთავდა. ულამაზეს სამოსში გაეხვია ხარაგაული, მაგრამ: გაითიშა ელექტრო ენერგია, გზებზე მოძრაობა შეიზღუდა, სკოლები ამ ორი დღის განმავლებაში, ვერ შეძლებენ ნორმალურ ფუნქციონირებას. სასწავლო პროცესი დღეს შემდეგ სკოლებში მიმდინარეობს ( შეზღუდული რაოდენობის მოსწავლეებთან): ზვარის საჯარო სკოლა, ნადაბურის საჯარო სკოლა წიფის საჯარო სკოლა, ბორის საჯარო სკოლა პანსიონი , ხიდრის სკოლა და ვაშლევის საჯარო სკოლაში. გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრხილის მაქსიმალური ზომები . მშვიდობა და სიკეთე გქონდეთ, "- აღნიშნულ მიმართვას ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მანანა ვეფხვაძე აქვეყნებს. ის "გურია ნიუსს" დამატებით ინფორმაციას აწვდის: ,,ხუთ სკოლაში, მიუხედავად დიდთოვლობისა, ტარდება სასწავლო პროცესი, თუმცა ისევ თოვს და არ ვიცი ხვალ რა მდგომარეობა იქნება." [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია