- ივნისი 08, 2026
მარგუს ცაჰკნა: ესტონეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს, მათ შორის კობახიძეს
- დეკემბერი 15, 2024
- , პოლიტიკა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ესტონეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ კიდევ 14 პირს, მათ შორისაა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც. "საქართველოს ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა არის კრიმინალი და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას რეაგირებისა და ქმედებებისკენ",_ წერს სოციალურ ქსელში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა. Estonia sanctioned another 14 #Georgian authorities, including Prime Minister Kobakhidze. The violence perpetrated by the ???????? authorities against protesters, journalists & opposition leaders is criminal & against human rights. I call on all EU countries to react & to take actions — Margus Tsahkna (@Tsahkna) December 15, 2024