- ივნისი 08, 2026
მაკიაჟი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
- მაისი 16, 2023
- , პოლიტიკა
ვერძი ცეცხლოვანი ნიშანია, ამიტომ მაკიაჟში წითელის ყველა ტონალობა უნდა გამოიყენოთ. პომადა: სისხლისფერი, ალუბლისფერი, მალინისფერი და ღვინისფერი. ასეთი მაკიაჟით თქვენს თავდაჯერებულობას გაუსვამთ ხაზს. თამამად განუცხადეთ ცხოვრებას, რომ მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი მიაღწიოთ იმას, რაც მიზნად დაისახეთ. კუროს მფარველი პლანეტა - ვენერა გახლავთ. ამიტომ, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ნაზ და რომანტიკულ ნატურებად ითვლებიან. მაკიაჟი უნდა იყოს „წყნარი“ და არა გამომწვევი. ყურადღება მიაქციეთ მსუბუქ, ღია ფერებს - კვამლიანი ყავისფრიდან - ვერცხლისფერ ტონალობამდე. კუროები უპირატესობას უფრო ცივ ფერებს ანიჭებენ, რადგან მათზე დიდ გავლენას ახდენს მთვარეც. ტყუპების მფარველი პლანეტა - მერკურია. მისი წყალობით, ტყუპებს ფილოსოფიური აზროვნება აქვთ კარგად განვითარებული. მათ ხანგრძლივი დიალოგები მოწონთ. ტყუპებმა თავიანთი ღრმა შეხედულებებს თვალის ჩრდილებით უნდა გაუსვან ხაზი. აირჩიეთ მუქი ყავისფერი ტონები. კირჩხიბი - წყლის ნიშანია, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, უპირატესობა ფირუზისფერისა და ლურჯის ტონებს მიანიჭოთ. აირჩიეთ ცისფერი ზურმუხტისფერი, აკვამარინი, ცისფერი კვარცი. ლომის მეტალი - ოქროა. სიმდიდრის სიმბოლო, რისკენაც მიისწრაფვის ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთა უმრავლესობა. ოქროსფერი ლომებს წარმატებას მოუტანს. შეარჩიეთ მბზინვარე პომადა, ბრონზის თვალის ჩრდილები, მანიკიური და ტუჩის პრიალა საცხი. ქალწულები გაწონასწორებული, თავშეკავებული და მშვიდები არიან. მათ არ უყვართ გადამეტებული ყურადღება. ქალწულებისთვის რეკომენდებულია მაქსიმალურად ნეიტრალური ფერები, რომელიც ჰარმონიაში იქნება სახის კანის ფერთან. სასწორი ჰაერის ნიშანია. მათ ეხერხებათ შთაბეჭდილების მოხდენა. სასწორებს წარმატებას მოუტანს ზღვის ტონები. ცისფერი და ლურჯი. მაკიაჟში აქცენტი თვალებზე გააკეთეთ და არჩევანიც ამ ფერთა გამაზე შეაჩერეთ. მორიელები მიზანმიმართული და გაბედულები არიან. მათ მკაფიო ხაზები და კონტურები მოუხდებათ. გამოიყენეთ წარბის ფანქარი, ლაინერი და ყვრიმალებზე -კორექტორი წაისვით. მოთმინება, რაციონალური გონება, პრაგმატულობა და შრომისმოყვარეობა - თხის რქების ხასიათის ძირითადი შტრიხებია. მათ წარმატებას ყავისფერის ტონები მოუტანს. ასევე, მუქი მწვანეც. მშვილდოსანი ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს არ ეშინიათ ექსპერიმენტების. თქვენ ძალიან მოგიხდებათ მარჯნისფერი პომადა. აქცენტი ტუჩებზე გააკეთეთ. მოსაწყენი და მშვიდი ფერები არასოდეს იზიდავს მერწყულებს. მათ ბანალურობა სძულთ და ცდილობენ მასას გამოეყონ. ყველაზე მარტივი საშუალება ამისთვის - საინტერესო მაკიაჟია. მაგალითად, საქმიან შეხვედრაზე ალუბლისფერ-მოლურჯო ან, ბურგუნდისფერი პომადით მისვლა იქნება. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ გოგოებს თამამად შეიძლება ვუწოდოთ - ქალურები. მათთვის რეკომენდებულია მწვანისა და ლურჯის ტონები. ეს ფერები მათ ჰარმონიისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში დაეხმარებათ. აქცენტი თვალებზე გაიკეთეთ, შავი ლაინერის მეშვეობით. [simple-author-box]