შაბათი, ივლისი 18, 2026

მაია მიმინოშვილი და თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს


მაია მიმინოშვილი და თამარ სანიკიძე  თანამდებობიდან გაათავისუფლეს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება განათლების მინისტრმა მიიღო და აღნიშნული საკუთარ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა. გარდა ამისა, მიხეილ ბატიაშვილის განკარგულებით თანამდებობას ტოვებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძეც. თანამდებობიდან, ასევე, გათავისუფლდნენ მინისტრის მოადგილეები თემურ მურღულია და ლია გიგაური. მინისტრმა 7 მოადგილიდან მხოლოდ 5 მოადგილე დატოვა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია