შაბათი, ივლისი 18, 2026

ლუქსენბურგში კანაფის მოხმარებისა და წარმოების ლეგალიზება მოხდება


ლუქსენბურგში კანაფის მოხმარებისა და წარმოების ლეგალიზება მოხდება

ლუქსემბურგში კანაფის მოხმარება და პერსონალური გამოყენებისთვის 4-მდე ნერგის წარმოება ლეგალური გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას politico ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, მოზრდებს, საშუალება ექნებათ, გამოიყენონ კანაფი და 4 ნერგი ერთ ოჯახზე. გამოცემის ინფორმაციით, იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ კანაფის ლეგალიზების მიუხედავად, ნარკოტიკების საჯაროდ მოხმარება დასჯადი იქნება. მინისტრების განმარტებით, ჯიბით კანაფის გადატანის შემთხვევაში, 25-დან 500 ევრომდე ჯარიმა იქნება, თუმცა, ეს ნასამართლეობად არ ჩაითვლება. კანონპროექტი ლუქსემბურგის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. როგორც politico წერს, ლუქსემბურგის მთავრობაში ლიბერალები, სოციალ-დემოკრატები და მწვანეები არიან. 2018 წელს მათ მიერ გაფორმებული კოალიციური შეთანხმება კანაფის დეკრიმინალიზაციის შესახებ, რომელიც ლეგალიზაციას ისახავდა მიზნად. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია