შაბათი, ივლისი 18, 2026

ლუდისა და ბურახის არალეგალური საწარმო გამოავლინეს


ლუდისა და ბურახის არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომში ლუდისა და ბურახის არალეგალური საწარმო გამოავლინეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე- ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა, სატელეოფონო შეტყობინების საფუძველზე, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ლუდისა და ბურახის არალეგალური საწარმო გამოავლინეს. “შპს ხარაზი” (ს/კ 426138324, მისამართი: ბორჯომის, გრ.რობაქიძის N62 ) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა გარეშე საქმიანობდა. ამავდროულად ინსპექტირებისას დადგინდა რომ სურსათის წარმოებისას დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები. ამასთან, სააგენტოს ინსპექტორებმა ამოიღეს და დალუქეს 800 ლიტრი ლუდი და ბურახი. მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია