შაბათი, ივლისი 18, 2026

„ლოყაზე არ მოისვა ხელი, არც პირი დაიბანო!“


„ლოყაზე არ მოისვა ხელი, არც პირი დაიბანო!“

კარლო გოგოძე ცნობილ ქართველ მსახიობ ნატო ვაჩნაძეზე ერთ ისტორიას ხშირად იხსენებდა: „ნატოს საიუბილეო დღეები იყო. მე მოვამზადე პატარა მონოგრაფია. საიუბილეო საღამოზე ლევან ასათიანი მოვიდა და გულწრფელად მითხრა: მადლობელი ვარ ასეთი დიდი წიგნისთვისო. მეორე დღეს კინოსტუდიაში ფანჯარასთან მდგარმა ნატო ვაჩნაძემ მომმართა: - კარლო, კარლო, მოდი! გახსოვდეს, დღეს ჩემთან მოდი სახლში, უარი არ გამაგონო. როდესაც საღამოს მის ბინაში მივედი, ბევრი ხალხი დამხვდა. მე მოწიწებით მივეახლე და მივულოცე ჩემი წიგნით, სადაც მივაწერე: „ჩემ საყვარელ ნატოს, სხვა არაფერი მისართმევი არ მაქვს!“ მე ვიმეორებ მის სიტყვებს: „ამაზე უკეთესს არაფერს ვისურვებდი ამჟამად!“ - და ლოყაზე მაკოცა. სერგო ზაქარიაძემ ხელი მომკიდა და მითხრა: - „ლოყაზე არ მოისვა ხელი, არც პირი დაიბანო!“ [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია