შაბათი, ივლისი 18, 2026

ლიზეტა ვერულეიშვილი წერეთლის უნივერსიტეტში ასპროცენტიანი გრანტით ისწვლის


ლიზეტა ვერულეიშვილი წერეთლის უნივერსიტეტში ასპროცენტიანი გრანტით ისწვლის

სამტრედიის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ლიზეტა ვერულეიშვილმა ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგი დადო და სახელმწიფოსაგან 100% გრანტით ჩაირიცხა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. ლიზეტამ წელს პირველი საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და სკოლის პედაგოგებს იმედები გაუმართლა. ,,ლიზეტა, პირველი საჯარო სკოლა ამაყია შენით და კიდევ ბევრი კურსდამთავრებულით, რომლებმაც ჩვენი მშობლიური სკოლა ასახელა. გისურვებთ წარმატებებს,"_ სოციალური ქსელის მეშვეობით ამ სიტყვებით ულოცავენ გოგონას სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია