შაბათი, ივლისი 18, 2026

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები ცნობილია!


ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები ცნობილია!

წელს ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი ოცდამესამედ გამოაცხადა. გამომცემლებმა და ავტორებმ250-მდეწიგნი წარმოადგინეს და ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, აგვისტოში გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - გამარჯვებული, ტრადიციულად, სხვა გამარჯვებულების გამოვლენის პარალელურად გახდება ცნობილი. „საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-მდე მწერალმა და ლიტერატორმა 5000-ზე მეტი წიგნი განიხილა, 200-ზე პრემია გაიცა და 150-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა (მათგან არაერთი -ორჯერ და მეტჯერ). ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები არიან: წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი: გიორგი საჯაია, „ლპობა“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო) ინგა ჩახვაშვილი, „⁠მოუყოლელი ამბები“ (ჩემი გამომცემლობა) ლექსო ჩხაიძე, „⁠გარეთ, ქარში საკითხავი“ (კალმოსანი) კონსტანტინე ჭანკოტაძე, „⁠ილუზიების მატარებელი“ (სეზან ფაბლიშინგი) დავით ხორბალაძე, „UNLOVE“ (ღია სივრცე - ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი) წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა: თეიმურაზ დოიაშვილი, „⁠სულის კვეთება“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა) სოფიო შამანიდი, „აუტანელი კაცები / „აუტანელი“ ქალები“ (სულაკაურის გამომცემლობა) წლის საუკეთესო პიესა: ნოდარ მამაცაშვილი, „⁠ლოკოკინას სინდრომი (პიესები)“ (აწმყო) ბასა ჯანიკაშვილი, „⁠მე გადმოვცურავ ზღვას“ (პალიტრა L) წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა: ლევან ბერძენიშვილი, „⁠საუბრები ვეფხისტყაოსანზე“ (ინტელექტი) ირაკლი ლაითაძე, „⁠იყო ასეთი ქვეყანა - CCCP“ (არტანუჯი) ანა მარგველაშვილი, „წერილები მეფეს“ (ალონი) ბესო ხვედელიძე, „⁠გოა მშვიდობისა“ (სულაკაურის გამომცემლობა) წლის საუკეთესო პროზაული კრებული: არმაზ ბეკარი, „მშვიდობით, სომერსეტ!“ (სულაკაურის გამომცემლობა) მამუკა დოლიძე, „გამოფენა“ (მერანი) წლის საუკეთესო პოეტური კრებული: ბექა ახალაია, „⁠კანალიზაციის ანგელოზები“ (ჯადოსნური სახლი) რეზო გეთიაშვილი, „⁠მეოთხე პირის ნიშანი“ (კალმოსანი) გოჩა სხილაძე, „⁠ღამის სიმღერა“ (ჩემი გამომცემლობა) ალექსანდრე ჯინჭარაძე, „⁠⁠სარკეებით და სარკის გარეშე“ (ლოგოსი) წლის საუკეთესო რომანი: ⁠⁠შოთა იათაშვილი, „ბედნიერება“ (ინტელექტი) ⁠ნოდარ ლადარია, „ელი! ელი!“ (ინტელექტი) ირაკლი მეტრეველი, „ნებადართული ჯადოქრობა“ (სულაკაურის გამომცემლობა) ⁠ნინო ორტეგა ჭინჭარაული, „ლეთარგია“ (პალიტრა L) ⁠მიხეილ ციხელაშვილი, „ტანჟერული სიზმარი“ (სულაკაურის გამომცემლობა)



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია