- ივნისი 08, 2026
ლიეტუვის პრემიერი აგვისტოს ომზე – სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდა, მაგრამ მშვიდობა არასდროს დამდგარა
- აგვისტო 08, 2022
- , პოლიტიკა
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, ინგრიდა სიმონიტე აგვისტოს ომიდან 14 წლის გასვლას twitter-ზე ეხმაურება. პრემიერის თქმით, ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მან აღნიშნა, რომ საქართველოს გვერდით დგანან. "2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთი შეიჭრა საქართველოში. 11-დღიანი ომი დასრულდა სამშვიდობო შეთანხმებით, მაგრამ მშვიდობა არასოდეს დამდგარა, რადგან დამშვიდება მხოლოდ აგრესორის მადას აძლიერებეს. ლიეტუვა საქართველოს გვერდით დგას, გმობს რუსეთის გრესიას და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - წერს ლიეტუვის პრემიერი. [simple-author-box]