შაბათი, ივლისი 18, 2026

ლევან ხაბეიშვილი – IRI-ის კვლევა აჩვენებს „რუსული ოცნების“ დასასრულს


ლევან ხაბეიშვილი – IRI-ის კვლევა აჩვენებს „რუსული ოცნების“ დასასრულს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი IRI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს აფასებს. „გამოქვეყნდა ახალი კვლევა, რომელიც მარტის თვეში ჩატარდა. უკანასკნელ 3 თვეში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2.5 - ჯერ გაიზარდა. ნოემბრის კვლევით - 25 % ჰქონდა "ოცნებას" და ენმ - ს 6 % . მარტის თვის კვლევით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს 14 % და „ოცნებას“ 19 % . კვლევის მიხედვით სხვა პარტიებს ენმ 7- ჯერ უსწრებს . ეს კვლევა, აჩვენებს რუსული ოცნების დასასრულს! რუსმა ივანიშვილმა, ყველაზე კარგად იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იზრდება და ამიტომ აბსოლუტურად ყველა ხერხით გვებრძვის ! ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ასე ახლოს რუსული „ ოცნების დამარცხებასთან“ არასდროს ვყოფილვართ! და ბოლოს ... ტყვეობაში, ნაწამები, სიკვდილის პირას მიყვანილი სააკაშვილი, პირად რეიტინგში უგებს ბიძინა ივანიშვილს“, - წერს ლევან ხაბეიშვილი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია