შაბათი, ივლისი 18, 2026

ლევან ვარშალომიძემ ყაზახეთში იზოლატორი დატოვა


ლევან ვარშალომიძემ ყაზახეთში იზოლატორი დატოვა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ვარშალომიძემ ყაზახეთში იზოლატორი დატოვა. ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდს პარტიაში დაუდასტურეს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ანთაძემ "მთავარ არხს" უთხრა, რომ "იურიდიული პროცესები, ჯერჯერობით, ისევ მიმდინარეობს და ელოდებიან, რომ მალე დასრულდება. ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე გუშინ, 18 მარტს დააკავეს. პარტიის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "საქმე ეხება რუსეთიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ლევან ვარშალომიძის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკრაინის ხელისუფლებასთან".



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია