- ივნისი 08, 2026
ლეონარდო დი კაპრიოს რუსული ფესვები ჰქონია
- თებერვალი 16, 2023
- , პოლიტიკა
ცოტა ხნის წინ ცნობილმა კინომსახიობმა ლეონარდო დი კაპრიომ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ კეთილგანწყობილია რუსეთის მიმართ, სადაც მას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. "ვიცი რომ რუსეთში ბევრი თაყვანისმცემელი მყავს. ალბათ იციან, რომ ჩემი ბებია რუსია. ის გვარად სმირნოვაა", - განაცხადა დი კაპრიომ. მან, ასევე, აღნიშნა, რომ აგროვებს ძველი რუსული ფილმების პოსტერებს. ამასთან, დი კაპრიომ დასძინა, რომ სიამოვნებით განასახიერებდა რუსული პროლეტარიატის ბელადს, ვლადიმერ ლენინს. [simple-author-box]