შაბათი, ივლისი 18, 2026

ლავროვი ხვალ მოლაპარაკებებს გამართავს აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტებთან


ლავროვი ხვალ მოლაპარაკებებს გამართავს აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტებთან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხვალ, 3 ოქტომბერს ცალ-ცალკე მოლაპარაკებებსა და სამმხრივ შეხვედრას გამართავს ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტებთან. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "3 ოქტომბერს გაიმართება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ცალკეული ორმხრივი და სამმხრივი შეხვედრები აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან, აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ინალ არძინბასთან და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალან გაგლოევთან, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევთან", - წერია განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია