- ივნისი 08, 2026
ლაშა ბექაური პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალშია
- ივლისი 31, 2024
- , პოლიტიკა
ოლიმპიადაზე, ძიუდოში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა (90კგ) ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. 24 წლის ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალში სამხრეთკორეელ ჰანს იპონით სძლია. როგორც ცნობილია, ნახევარფინალში ლაშა ბექაურის მეტოქე ესპანეთის სახელით გამომსვლელი ტრისტან მოსახლიშვილი იქნება. ოლიმპიადის ძიუდოს ტურნირზე ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან დაიწყება.