შაბათი, ივლისი 18, 2026

ლანჩხუთში სასწრაფო დახმარების მანქანა ავარიაში მოჰყვა


ლანჩხუთში სასწრაფო დახმარების მანქანა ავარიაში მოჰყვა

ლანჩხუთში პირველი საჯარო სკოლისა და ,,კლინიკა" მედალფას მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ავტობანიდან ამომავალი გზა ცენტრალურ ავტომაგისტრალს უერთდება, სასწრაფო დახმარების მანქანა ავარიაში მოჰყვა. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ფაქტია, ამ ადგილას ხშირად ხდება ავარიები და მარტო ბოლო სამ დღეში აქ მეორედ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. გასულ პარასკევს გზის ამ მონაკვეთზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია