- ივნისი 08, 2026
ლანჩხუთში ლენინის ბიუსტი მოიპარეს
- ივნისი 16, 2021
- , პოლიტიკა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ვალოდია წულაძის სახლ-მუზეუმში მოპარულია რეკვიზიტად გამოყენებული ლენინის სპილენძის დიდი ბიუსტი. ბიუსტი კვარცხლბეკის გარეშე იდგა ვალოდია წულაძის მუზეუმის უკანა ეზოში. როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში “გურია ნიუსს“ განუცხადეს საქმე გადაცემულია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის.